ირაკლი კობახიძე ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემაზე - ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა თანხის გადახდა ელჩის მხრიდან

ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის ქირით გადაცემაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან.

„ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გაირკვეს სიმართლე და შესაბამისად, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან", - განაცხადა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა