ჯიმ რიში - 17 წლის წინ ამ დღეს, რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში

17 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში,- ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.

“17 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ. დღემდე რუსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას ახდენს. ამ აგრესიის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა უარი თქვა რუსულ ჩარევასთან დათანხმებაზე და აგრძელებს თავისი თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას. კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში”, - წერს რიში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება