კახა კალაძე - აგვისტოს ომმა დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი - აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა უცხო ძალების ინტერესს

პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ქვეყანაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკით ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

„უმძიმესი იყო შედეგები, რომელიც იმ პოლიტიკით მივიღეთ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. ხაზი მინდა გაუსვა რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ მიიღეს და რომელიც არის უმძიმესი. ზოგადად, რაც შეეხება ომს, სამწუხაროა, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ქვეყანაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს, აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ყველა კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოეწერა და რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რომელსაც თავისი პოლიტიკით „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება ომის დაწყების თარიღს, თბილისის მერის შეფასებით, ამ საკითხს ოპოზიცია სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის 8 აგვისტო, ერთი და იმავე სპეკულაციებია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები“, -განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერი პასუხობს:

„მე არაფერს ვფიქრობ, მე გაჩვენებთ ერთ საინტერესო ამონარიდს რეზოლუციიდან, სადაც თეთრზე შავით წერია ძალიან მძიმე სიტყვები, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. ამას ხელი მოაწერა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის ღალატი, დანაშაული, უმძიმესი ფაქტი და შესაბამისად, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მას უნდა გაეცეს პასუხი.

2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე