კახა კალაძე - „MEGOBAR აქტს“ არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით

„MEGOBAR აქტს“ არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის აქტების მიღება თანხების გადახდით და ლობირებით იწერება, რაც ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა“.

„ამ აქტს მეგობრობის სულისკვეთება არ აქვს და არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან. ეს არის მტრული აქტი, რომელიც გაჯერებულია ტყუილით. გაირკვა, თუ როგორ ხდება ამ ტიპის აქტების მიღება - ხდება თანხების გადახდა, ლობირება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფცია, როდესაც შენ იხდი ფულს და ადამიანებს ასაუბრებ და აწერინებ იმას, რასაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული აქტი ვერ მივა ბოლომდე იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აშშ-თან გვაქვს სურვილი, რომ სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობა გაღრმავდეს და ჩვენი ურთიერთობები დაფუძნებული იყოს სამართლიანობაზე, სიმართლეზე და ურთიერთპატივისცემაზე“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა