კირ სტარმერი - ისრაელის მთავრობის გეგმა, ღაზაში შეტევის შემდგომი ესკალაციის შესახებ არასწორია და  მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოს  გადაწყვეტილებას - ეს ქმედებები მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ისრაელის გეგმები, ღაზის სექტორზე სრული კონტროლის დამყარების თაობაზე არასწორია.

ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მოცულობის გაზრდა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლება.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება, ღაზაში შეტევის შემდგომი ესკალაციის შესახებ არასწორია და ჩვენ მოვუწოდებთ მას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. ეს ქმედებები ვერ შეძლებს კონფლიქტის დასრულებას ან მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფას. ეს მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს“, - განაცხადა სტერმერმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ფარგლებში“ ხანგრძლივი მშვიდობის გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

ცნობისთვის, დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა