სასამართლოში, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის მომიტინგის, დავით ხომერიკის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციებისას აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულ 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს და მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.

გამორიცხული არ არის, განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.

სხდომას ესწრება ბრალდებულიც. მან სასამართლო პროცესზე დამსწრეებს ფურცელი აჩვენა მინაწერით: "ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს".

ცნობისთვის, ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ