პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურდა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია.

ბრალდებულმა 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაამზადა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე გაასაღა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული ავეჯის მასალების საწარმოს მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 18 თებერვალს, მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გააასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრლდებულს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ