პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ.

მათივე ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“; „მეთადონი“; „ალფაპევეპე; „ბუპრენორფინი“, „ფენტალინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „კოკაინი“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ), 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება ნასამართლევი პირის მიერ); 260-ე მუხლის პირველით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის, დიდი ოდენობით). 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არაერთგზის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ბრალდებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გაატარებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის