იგორ ნარმანია - ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს

ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ნარმანიას თქმით, „ღალატის კომისია“ არა ფაქტების დადგენას, არამედ ქართული ჯარის და ეროვნული გმირების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ისინი ატარებენ ღალატის კომისიას, სადაც ქართულ ჯარს, ქართველ სამხედროებს, ქართველ გმირებს - ანწუხელიძეს და არაერთ გმირს აყენებენ შეურაცხყოფას და მათ ეძახიან პიარისთვის შეწირულს. კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებები უფრო მეტად მძაფრდება და მათი მომწონებელი დღეს არის მხოლოდ რუსული ოცნება, მარია ზახაროვა, პუტინი, ლავროვი და ა.შ“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე