თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის განაჩენის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი 12 ივნისს, სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო გამომძიებლებმა თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კოალიცია ავრცელებს.

დათუნაშვილის განცხადებით, ის სასამართლოს მანდატურების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, საქმე ეხება მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს, „როდესაც დათუნაშვილს რამდენიმე მანდატური თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი“.

„ჩემი საჩივრის საფუძველზე მოვედი გამოკითხვაზე, საქმე ეხება მათე დევიძის განაჩენის დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დამესხა მანდატურის სამსახური, რომელიც არის ივანიშვილის კარზე ახლად ფორმირებული ზონდერ დაჯგუფება, რომელიც ყოველ დღე მოქალაქეებზე ძალადობს სასამართლოში. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. დამაკავეს აბსოლუტურად უკანონოდ და იძალადეს, მე არ მაქვს ილუზია, რომ გამოძიება სწორად წარიმართება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ვიჩივლეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ახლა კი, გამოკითხვაზე პროკურატურაში მოვედი, უბრალოდ, მე ვცემ პატივს ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და მე მჯერა ამ სახელმწიფოსი, როდესაც ის გათავისუფლდება ივანიშვილისგან“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

კოალიციის ინფორმაციის მიხედვით, გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა იურისტების მოთხოვნა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იყოს გამოძიება დაწყებული.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში