„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ოზურგეთში, სოფელ მერიაში, სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია - წლების წინ გაცემული პირობა, რომ აეროპორტი აღდგებოდა, შეუსრულებელია

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთში სოფელ მერიაში, ძველი აეროპორტის ტერიტორია დაათვალიერეს.

როგორც პარტიის მიერ ამ საკითხზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც უამინდობის შემთხვევაშიც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია”.

„ოზურგეთში სოფელ მერიაში „ქართული ოცნების“ მიტოვებულ პროექტებს შორის საერთაშორისო აეროპორტია.

სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც უამინდობის შემთხვევაშიც შეუძლია სხვადასხვა გაბარიტის თვითმფრინავები მიიღოს, მიტოვებული და გაპარტახებულია. წლების წინ გაცემული პირობა, რომ აეროპორტი აღდგებოდა, შეუსრულებელია. ერთადერთი, რაც ობიექტზე ამ დრომდე ჯერ კიდევ შემორჩენილია, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებია, რომელიც ნადგურდება. ადგილზე დღეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩავიდნენ, მიტოვებული ობიექტი დაათვალიერეს და პრობლემის მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა