ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ამ წამს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე კანცლერ მერცსა და პრემიერ-მინისტრ სტარმერს.

ვრჩებით ერთგულები მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ერთიანობის სულისკვეთებით ვიმუშაოთ და იმას დავაშენოთ, რაც „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში განხორციელდა.

უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც სამ წელზე მეტია საკუთარი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.

ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი, ვინაიდან მათი საკუთარი უსაფრთხოებაა სასწორზე.

გავაგრძელებ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას“, - წერს მაკრონი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა