ხელვაჩაურის მერია - საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახია გაყვანილი

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახის გაყვანა მოხდა. მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები.

საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით გაყვანილი იქნა 15 ოჯახი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მერიის სამსახურები და ყველა შესაბამისი უწყება.

მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით აქტიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.

ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ერგეში (ბაშკო ეკალაური) 40 აბონენტს, 20 აბონენტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება უახლოეს საათებში”,- აცხადებენ უწყებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს