ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის რუსების განზრახვა, მოატყუონ ამერიკა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ამერიკის მოტყუებას აპირებენ, თუმცა უკრაინა ამას არ დაუშვებს.

„ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებთან მუშაობს. არც ერთი დღით არ ვწყვეტთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ რეალური მშვიდობა. ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, სცადონ ამერიკის მოტყუება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რასაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა სანქციები და რუსეთზე ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.

„თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს