თეონა აქუბარდია - ეს არის დღე, როდესაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები და დღე, როდესაც ყველა უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა მშვიდობიანი გზით და არ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

სამწუხაროა, როდესაც 17 წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებაზე, დეოკუპაციაზე, მათ შორის იმ ვალდებულებს ვახსენებდეთ რუსეთს, რომელიც მან დაარღვია, დღეს ვსაუბრობთ აბსოლუტურად სხვა თემაზე და კითხვის ნიშნები დგას ომის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ შინდისის მემორიალთან განუცხადა.

მისივე თქმით, კითხვაზე: - „ვინ დაიწყო ომი?“ პასუხი გაცემულია როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში.

„შინდისის გმირების გმირობის ისტორია არის ის ბრძოლა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშობლოს დასაცავად გასწიეს ჩვენმა სამხედროებმა. ეს არის იმ გმირობის ისტორია, როდესაც მათ ამ ქვეყნისთვის თავი გასწირეს და იცოდნენ რაზე მიდიოდნენ. ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ სამშობლო დაეცვათ. ეს, რა თქმა უნდა, არის რთული დღე, თუმცა, იმავდროულად, არის სიამაყის ისტორია, იმიტომ, რომ ეს არის გმირობა, რაც მათ ჩაიდინეს. სამწუხაროა, როდესაც 17 წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებაზე, დეოკუპაციაზე, მათ შორის იმ ვალდებულებს ვახსენებდეთ რუსეთს, რომელიც მან დაარღვია, დღეს ვსაუბრობთ აბსოლუტურად სხვა თემაზე და კითხვის ნიშნები დგას ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არის დღე, როდესაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები და დღე, როდესაც ყველა უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა მშვიდობიანი გზით და არ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში და სრულიად დასავლეთმა ეს აღიარა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ გმირების წინაშე, მათი ხსოვნის, ოჯახების წინაშე. ჩვენი ვალია, რომ ეს ბრძოლა დავასრულოთ ისე, როგორც ეს სამშობლოს ერთიანობას სჭირდება და ისე, როგორც ეს ამ ადამიანებმა თავისი გმირობის ისტორიით დაადასტურეს“,- განაცხადა თეონაა აქუბარდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს