ირაკლი კობახიძე - თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში - ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება

თბილისის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება - [თბილისის მერობის საერთო კანდიდატობის] რა გვარებიც ისმის, ერთი - ერთზე კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას „არავითარი შანსი არ აქვს“.

„თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. [დარეგისტრირებული] არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები?! ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს.

რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატებს, რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, ერთი - ერთზე რომ ავიღოთ, კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. არავითარი შანსი არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური, ყველაფრის გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა