კახა კალაძე ოპოზიციაზე - პირადად მე ამით არ ვინტერესდები და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან - ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს

ოპოზიცია და მათი გეგმები ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს - ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში.

„ჩვენ მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარედგინება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროექტები.

„რაც შეეხება ოპოზიციას, მე, პირადად, ამით არ ვინტერესდები და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან. ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციასა და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები