პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი 8 აგვისტოს სხდომაზე, სადაც ანატოლი გიგაური საბოლოო სიტყვას წარმოთქვამდა, უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, ის მოულოდნელად მეორედ გადადო. უფრო ადრე, მოსამართლემ 28 ივლისს, მხარეთა რეპლიკების მოსმენის შემდეგ, პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გაურკვეველი ვადით გადადო. მოსამართლის განმარტებით, რამდენიმე საკითხი იყო, რასაც გულდასმით შესწავლა და დრო სჭირდებოდა, მათ შორის, ნაჭყებიამ ახსენა, რომ საქმეში "აუცილებელი მოგერიებაც" იყო გაჟღერებული.

რაც შეეხება თავად საქმეს, ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ანატოლი გიგაური, როცა მან პოლიციელს ხელი მოუქნია, თვითდაცვის მოქმედებას ახორციელებდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახის არეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით კი, გიგაური პოლიციელს თავს დაესხა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა