შალვა პაპუაშვილი - ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“ - მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმითვე, ათწლეულების განმავლობაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას ეუთო-ს ფორმატი კურირებდა, სადაც „საერთოდ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს“.

„უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა ამ შეთანხმებით. ეს პირველყოვლისა, წაადგება რეგიონის, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონსა და თითოეულ ქვეყანას აწვა, მათ შორის, საქართველოს, რომელიც უშუალოდ არ იყო ამ კონფლიქტის ნაწილი, თუმცა ის გავლენას ახდენდა მოსახლეობაზეც, ჩვენ ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზეც და ა.შ.

საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებისა და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა. ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა. მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს. მათ იციან, ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, შემდეგ უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის.

იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში, ამ კონფლიქტის მოგვარებას კურირებდა ეუთო-ს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს საერთოდ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური წონის გამოყენებით, ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში შეძლო.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მშვიდობა მოაქვს და რომელიც აჩერებს ომს, არის „დიფ სთეითის“ შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც, რომ „დიფ სთეითია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებას“ და აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი ხალხის გავლენა უნდა არსებობდეს.

„რაც შეეხება გავლენებს. მთავარია ყველა ქვეყანამ გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გავლენა, რომელიც მის ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ეს არის საკუთარი ხალხის გავლენა. ნებისმიერი სხვა გავლენა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენა [იქნება ეს] ოკუპანტი, მეგობარი, შორეული მეგობარი, ახლობელი, მეზობელი, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა ქვეყნის გავლენა შენს ქვეყანაში არის ცუდი, ნებისმიერ მდგომარეობაში. ვინაიდან, ეს არის სწორედ ანტიდემოკრატია, როდესაც შენი ქვეყანა იმართება არა შენი ხალხის ინტერესებით და გავლენით, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებითა და გავლენით, ამიტომ მთავარი არის ის, რომ იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები გატარდეს. ამიტომ, ამ მხრივ უპირველესად, ეს აქვს მისალოცი აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომ მათ შეძლეს მშვიდობის დამყარება, რაც მათი ხალხის ინტერესია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა