ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს

კიდევ ერთი კვირა დასრულდა ისე, რომ რუსეთი არ დასთანხმდა მსოფლიოს მრავალრიცხოვან მოთხოვნებს და არ შეაჩერა მკვლელობები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 137 საბრძოლო მოქმედება მოხდა.

„რუსული არმია არ ამცირებს ზეწოლას. არც დანაკარგებს ითვლის. უკრაინელი მეომრები აქტიურ ზომებს იღებენ, იცავენ პოზიციებს და საომარი მოქმედებების ყველა არეალში - თუნდაც ყველაზე რთულ არეალში - არის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს და ყველაფერს ვაკეთებთ ოკუპანტის განადგურების ან განდევნის მიზნით. გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი საჰაერო ბომბი და 1 400-მდე თავდასხმის დრონი გამოიყენეს. გრძელდება სარაკეტო დარტყმებიც. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ასეთია ომში არსებული ვითარება. დიპლომატიაშიც სიტუაციაც შესაბამისი უნდა იყოს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს.

„რუსეთი ომს აჭიანურებს და შესაბამისად, ის უფრო ძლიერ გლობალურ ზეწოლას იმსახურებს. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების შეჩერებაზე და შესაბამისად, არ უნდა მიიღოს რაიმე ჯილდო ან სარგებელი. ეს არ არის მხოლოდ მორალური პოზიცია - ეს რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელის არ არწმუნებს, მაგრამ სიცოცხლის ჭეშმარიტად ძლიერი დაცვა მკვლელებს აჩერებს. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება ძლიერების შენარჩუნებაში და ვინც გვაახლოებს ნამდვილ მშვიდობასთან - მშვიდობასთან ძალის გზით. ეს არის ერთადერთი სახის მშვიდობა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია რუსეთთან. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ 24/7-ზე“, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის