სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება (2025 წლის 30-31 ოქტომბერი). ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

2-დღიანი კონფერენციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში სამედიცინო განათლების გლობალიზაციის პროცესში არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და ინოვაციური სტრატეგიების განხილვას.

კონფერენციის ამოცანებია:

- საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სწავლების, შეფასებისა და კლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომების განხილვა;

- ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;

- სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა;

- სამედიცინო განათლების სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის მიმართულებით მუშაობის გაღრმავება;

- სამედიცინო განათლების სტანდარტებზე, აკრედიტაციაზე, ეთიკასა და სტუდენტების კეთილდღეობაზე გლობალიზაციის ზემოქმედების განხილვა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

- პროფესორი ჰარმ პეტერსი – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი;

- პროფესორი დევიდ ტეილორი – მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის (WFME) ექსპერტი, GULF სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;

- პროფესორი ტრევორ გიბსი – AMEE (ჯანდაცვის სპეციალისტთა განათლების საერთაშორისო ასოციაცია) ექს-პრეზიდენტი, ექსპერტი;

- პროფესორი გორდონ ჩერჩორდი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, აშშ;

- პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, აშშ;

- პროფესორი ბჰავინ ადანიაჰუ – მედიცინის განათლების სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტი, აშშ;

- პროფესორი პოლ ჰოროკსი – მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, კილის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, დიდი ბრიტანეთი;

- ანეშ ზუჩი - ინდუსტრიული ინჟინერიის ასისტენტ პროფესორი ნოვას უნივერსიტეტი, ლისაბონი, პორტუგალია

კონფერენციას დაესწრებიან სამედიცინო განათლების სფეროს წარმომადგენლები, მედიცინის პროგრამების განხორციელებაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, დამსაქმებლები, მედიცინის პროგრამის სტუდენტები როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარედან.

საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ გვერდზე (icme.ge).

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს