Politico - 13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება

13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწვევით ონლაინ ფორმატში უმაღლესი დონის საგანგებო სამიტი გაიმართება.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ლიდერები რუსეთზე ზეწოლის ვარიანტების, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავენ.

დღის განმავლობაში ორი ვირტუალური შეხვედრა გაიმართება.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებენ.

მეორე შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება და ევროპელ ლიდერებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შედგება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე