აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ფოლადის მწარმოებელ კომპანია U.S. Steel-ის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აფეთქება ქალაქ პიტსბურგის მახლობლად მდებარე U.S. Steel-ის ქარხანაში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ექიმებმა საავადმყოფოებში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი გადაიყვანეს.

ამასთან, ტელეკომპანია აცხადებს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა