დიდი ბრიტანეთის მთავრობა - კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით

კირ სტარმერისა და მარკ კარნის განცხადებით, მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

„მათ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, მკვლელობების შესაჩერებლად და რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს. ისინი მიესალმნენ მშვიდობის მიღწევის მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და შეთანხმდნენ, რომ მშვიდობა უკრაინასთან ერთად უნდა აშენდეს და არა მასზე თავსმოხვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა, კირ სტარმერმა და მარკ კარნიმ აღნიშნეს, რომ უკრაინის მომავალი თავისუფალი და სუვერენული უნდა იყოს.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა