კახა კალაძე კორუფციის ბრალდებებზე - ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია - წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, მარტო: ბლა, ბლა, ბლა

„ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია, პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ - წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, მარტო: „ბლა“, „ბლა, „ბლა“ - ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია მას კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ „კახა კალაძემ „მწვანე შუქი“ აუნთო მეგობარს ილია წულაიას, რომელიც ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებს, რეკრეაციული ზონის ნაცვლად“.

„პირადად თქვენ ნუ მიიღებთ: ნახეთ, როგორ ბინძურები ხართ! სპეკულირებთ! თქვენ ყველა ერთი ხართ - „ტვ პირველი“, რადიკალები, ვითომ ოპოზიცია. პირველ რიგში, არაფრის მაქნისები ხართ, სპეკულანტები, სულ სპეკულირებთ. არასდროს საუბრობთ სიმართლეს. ყველა თქვენი გამოშვება თუ გადაცემა, სიცრუით არის გაჯერებული. წაგებული გაქვთ სასამართლო ჩემ წინააღმდეგ იმ სიბინძურეზე, რასაც ავრცელებთ.

რაც შეეხება კონკრეტულ თემას, აღნიშნული ტერიტორია წილოსანის საკუთრება იყო, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეათანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა და დამტკიცებული იყო საკრებულოში, წარმოდგენილი იყო კონკრეტული არეალის განვითარება. შემდეგ, კომპანიამ, რომელზეც საუბრობთ, აღნიშნული ტერიტორია შეიძინა და განაშენიანების გეგმა და პროექტი, რაც დამტკიცებული იყო, განვითარებას ახორციელებს. სად ნახეთ კორუფცია? რა არის ამაში ცუდი?! ჩემს წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში დაკავებულები ხართ, რომ სიბინძურე გაავრცელოთ, ტყუილი, შეთითხნოთ განცხადება ბოროტებით, სიცრუით. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, ერთი ჩემ მიერ კანონდარღვევა ან არასწორი გადაწყვეტილება წარმოადგინოთ კონკრეტული ფაქტებით?! მარტო: „ბლა“, „ბლა“, „ბლა“. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი. ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია! არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს და ვუფრთხილდები იმ დამოკიდებულებას და ურთიერთობას, რომელიც ჩემს მიმართ აქვს ქვეყნის უმრავლესობას. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები.

იმის გამო, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ და ბავშვის ნათლიაა, უნდა დაანებოს თავის ბიზნესს?! უკანონო აქვს გაკეთებული?! ცოტა აზრი ხომ უნდა დაატანოთ, გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია?! ვერავინ ვერაფერს გაიგებს? სისულელეს ამბობთ და გგონიათ ყველა თქვენნაირი სულელია? შეურაცხყოფას მაყენებთ და გინდათ პატივი გცეთ? არ არის ასე, დამოკიდებულება უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც კითხვას სვამთ, სიტყვები შეარჩიეთ, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას. ილია წულაია არაფერ შუაში იყო, ეს იყო წილოსანის საკუთრება, დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, კონკრეტული პროექტი, შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვიტა აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა და იყიდა კონკრეტულმა კომპანიამ. რა არის ამაში დანაშაული?! კერძო პირისგან კერძო პირმა იყიდა ტერიტორია და ახორციელებს პროექტს.

აი „კახას მეგობარი“, „კახას ნათესავი“, ვინმემ ისარგებლა იმით, რომ ჩემი მეგობარია?! ან ჩემი ბავშვის ნათლიაა? ჩემი ოჯახის მეგობარია? მომიტანეთ ერთი ფაქტი ვინ ისარგებლა“, - აღნიშნა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე