გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე - ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი - ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე და გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში

ეს ბრძოლა [გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე] არ დასრულდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირიქით, ის გადადის ახალ ეტაპზე და სამომავლოდ, გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

როგორც მან აღნიშნა, ბაჩიაშვილის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად.

„გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია და ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად არის ქცეული. ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი. გიორგის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რათა ეს უსამართლობა არ დარჩეს შენარჩუნებული. ეს ბრძოლა არ დასრულდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირიქით, ის გადადის ახალ ეტაპზე და სამომავლოდ, გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში“,- წერს ჯანდიერი.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო