ირაკლი კობახიძე - დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და ამავდროულად ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება.

„დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს თარიღს, დიდგორობას აღვნიშნავთ. ეს დღე ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა. ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს მის მომავალს. 1121 წლის 12 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია ჩვენთვის. ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლაში წარმატება; ეს იყო ქართული სახელმწიფოს იდეისა და, ამავდროულად, იმ ქრისტიანული ფასეულობების საბოლოო გამარჯვება, რომელსაც ეფუძნება მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია. რიცხობრივად უთანასწორო ომში დავით აღმაშენებლის სტრატეგიულმა ხედვამ, მებრძოლთა თავდადებამ და ერის ერთიანობამ შექმნა „ძლევაი საკვირველი", რომელმაც არა მხოლოდ თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არამედ საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აღორძინებას და ჩვენი ქვეყანა რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.

„დიდგორის მთავარი გაკვეთილი ყველა თაობისთვის უცვლელია - როდესაც ერი ერთიანია საერთო მიზნისთვის, ამოძრავებს საკუთარი სიმართლის რწმენა და ჰყავს ღირსეული წინამძღოლი, მისთვის დაუძლეველი დაბრკოლება არ არსებობს. დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში, სწორედ ამას შეგვახსენებს უწმინდესის ბრძნული სიტყვები - „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია“.

დღეს, ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის; დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ასევე იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება ეფუძნება; ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებასა და სამშობლოს ერთგულებას, რაც ცხრა საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობით ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ისტორიულ მიზანს. გილოცავთ დიდგორობას", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში