მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო

მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

„მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარაში მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება. „ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო