ომბუდსმენის აპარატი - “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ” საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაიზიარა

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ” გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მედია სივრცეში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული წინადადების საფუძველზე, მედია საშუალების თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ სიძულვილის ენის იდენტიფიკაციისა და პრევენციის შესახებ.

“სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ” მაუწყებლის შიდა რეგულაციების გასაუმჯობესებლად, შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამავდროულად, აღნიშნული წინადადების საფუძველზე, მედია საშუალების თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ სიძულვილის ენის იდენტიფიკაციისა და პრევენციის შესახებ.

სახალხო დამცველი მიესალმება აჭარის ტელევიზიის მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს, მომავალშიც აქტიურად გაუწევს ზედამხედველობას მედიაში სიძულვილის ენის პრევენციის საკითხებს და ხაზს უსვამს ამ მიმართულებით, სამაუწყებლო სივრცეში ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიას 2025 წლის 7 ივლისს ზოგადი წინადადებით მიმართა და სამაუწყებლო სივრცეში ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით, ყველა მსგავს შემთხვევაზე სამომავლოდ კანონშესაბამისი და სრულყოფილი სამართლებრივი მოკვლევის და ამ მიზნით ეფექტური შიდა რეგულაციების შემუშავებისკენ, ასევე, მედია სივრცეში თანასწორუფლებიანობის საკითხზე თანამშრომელთა ამაღლებისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს