ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ

ტრამპსა და პუტინს ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს.

ამიტომ პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. ძალიან მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და იაზრებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრა, მაგრამ თარიღები ჯერ უცნობია.

„არის რაღაცები, რაც გულში გაქვს, და არის რაღაცები, რაც კონსტიტუციაშია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა