მთავრობის ადმინისტრაცია - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის  სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

“2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში კომისიის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.

კომისიის წევრებმა საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რათა საქართველომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.

სხდომაზე ხაზი გაესვა ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს