მიხეილ ყაველაშვილი ერდოღანთან შეხვედრაზე - გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ერდოღანს გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებისას, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი განიხილეს.

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს, უმაღლესი დონის შეხვედრებისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და პირადად მოვიწვიე, ჩვენი მეგობარი, ბატონი პრეზიდენტი საქართველოში. ასევე, ჩვენ ხაზი გავუსვით მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორული ურთიერთობებს. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში.

„შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ამასთან გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში