მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

ყაველაშვილმა თურქ კოლეგას სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი პერსონალური წვლილისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ფორმატებში. ამასთან, ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს