სერბეთში მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

სერბეთში მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოთხშაბათს საღამოს, ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებს მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად 16 პოლიციელი და მმართველი პარტიის 60 მხარდამჭერი დაშავდა.

„კანონის დამრღვევ ადამიანებს დააკავებენ. დღეს საღამოს უცხოეთიდან ვიღაცის მიერ დაგეგმილი კატასტროფული სცენარი ავიცილეთ თავიდან“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ბელგრადშიც, სადაც პოლიციამ დემონსტრანტებს მმართველი პარტიის ოფისებთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს