„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.

შეგახსენებთ, 25 ივლისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.

საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა