ვლადიმერ პუტინი - ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად ენერგიულ ძალისხმევას იჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და შეთანხმებების მისაღწევად, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესებში შედის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, აშშ-თან კონტაქტების შემდეგი ეტაპი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მიღწევა იყოს.

„ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ენერგიულ ძალისხმევას იჩენს იმისთვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნას როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში, თუ მომდევნო ეტაპზე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლის სფეროში შეთანხმებებს მივაღწევთ“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე