მიხეილ სარჯველაძე - ხვალიდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ

15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.

“ხვალიდან, ე.წ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ. ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა უმრავლესობამ მომართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი ხვალიდან შეძლებს მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში. ამას შეძლებენ უფასოდ. ასეთ პირთა რიცხვი გახლავთ 1512. დაახლოებით, 100-მდე ადამიანის შემთხვევაში ვერ დაერთოთ ნება, მომსახურების გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზთა გამო. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, ცალკე დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე იქნება ინდივიდუალურად გადაწყვეტილება. არის სამწუხაროდ, შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია სულ მცირე ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად.

მინდა ვთხოვო ბენეფიციარებს, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო 1 კვირა, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში. ამ მიზნით ცვლილებები იქნება შეტანილი ნორმატიულ აქტში”,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს