თედო აბრამოვის დედა - სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები - ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს

ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ხალხს ამოესუნთქოს და ბედნიერები ყოფილიყვნენ, - ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული პირის, თედო აბრამოვის დედამ ლელა გორგიაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ლელა გორგიაშვილმა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს, მისი შვილის უდანაშაულოდ ცნობისა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ვიდეო ზარით დარეკა და თანადგომისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, აქციებზე დაკავებულ სხვა პირებს კი, გათავისუფლება უსურვა.

„ვინც ჩემი შვილის გვერდზე იდექით და თანადგომას უცხადებდით, ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საბერძნეთში არის მარიამობა და მარიამობის ძალა და მადლი გფარავდეთ ყველას. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი დღის ძალიან დიდი იმედი მქონდა, ამ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი სრულიად უფალს ვიყავი მინდობილი. მადლობა უფალს, თქვენ, თითოეულ ტელევიზიას, საქართველოს მასშტაბით თითოეულ ადამიანს თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, ყველა იმ იოტისოდენა სითბო და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილისთვის გაიმეტეთ. ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, ყველა დედას განეცადოს ის ბედნიერება, რასაც ამ წუთას მე განვიცდი. სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ხალხს ამოესუნთქოს და ბედნიერები ყოფილიყვნენ.

ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც ამ წუთას, მე განვიცდი, ბედნიერებას. სიხარულის ცრემლები მალე განეცადოთ და მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. ვუსურვებ, სიმართლე აღდგეს და მალე გახარებულები ყოფილიყვნენ”,- განაცხადა ვიდეო მიმართვისას თედო აბრამოვის დედამ, ლელა გორგიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს