პაატა მანჯგალაძე - ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ერთი საქმე მითხარით, რომლითაც რაჟდენ კუპრაშვილი დაინტერესდა - არცერთი, ხოლო უცხოეთის გამჭვირვალობას ძალიან მისდევს - ეს მძიმედ ისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე

„რუსული კანონია“, როდესაც გვაინტერესებს სად იხარჯება ამერიკის ფული და საქართველოსი სად იხარჯება, არ აინტერესებთ - ეს მძიმედ ისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამას იყენებენ ბოჭვისთვის, რომ ხმის ამომღები ქვეყანაში არ დარჩეს, ხოლო ვინც ხმას ამოიღებს, მათ დაუძახონ „უცხოეთის აგენტი“, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მიიღეს, რომლითაც „ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან“.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ანტიკორუფციული ბიურო დაკავებული უნდა იყოს იმ „კორუფციასთან დაკავშირებით, რასაც რეჟიმი თავად არ მალავს“.

„იცით, ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ და ამას მოჰყვა ის, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა, იქამდე მივიდა ეს დავები კორუფციასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით რაჟდენს კითხვები არ აქვს, მაგრამ ამერიკის გადასახადის გადამხდელის ფულის მიზნობრიობაზე ბევრი კითხვა აქვს. საქართველოს ბიუჯეტს რომ იპარავს

„ქართული ოცნების“ ჩინოვნიკი, ამაზე არ აქვს კითხვები. მითხარით, ერთი საქმე, რომლითაც დაინტერესდა რაჟდენი ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. არცერთი! ხოლო უცხოეთის გამჭვირვალობას ძალიან მისდევს. ეს არის „რუსული კანონი“, როდესაც გვაინტერესებს სად იხარჯება ამერიკის ფული, საქართველოსი სად იხარჯება არ აინტერესებთ. ეს მძიმედ ისახება არასამთავრობოებზე. ამას იყენებენ ბოჭვისთვის, ქვეყანაში ხმის ამომღები რომ არ დარჩეს, ვინც ხმას ამოიღებს კი, მათ რომ უცხოეთის აგენტი დაუძახონ, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს სამართლებრივ დოკუმენტაციას გაუგზავნიან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ არ „ეკუთვნით“ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ