პაატა მანჯგალაძე - ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა - „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა

„გათიშე და იბატონე“ - სწორედ ამას მიმართავს ივანიშვილი. ვინც არ არის ერთობაში, ის არის ივანიშვილის მხარეს! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ერთიანობის 8 - პუნქტიანი გეგმის პრეზენტაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, წარმატების მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა, „რეჟიმს არ უნდა მივცეთ გაყოფის და დაქსაქსვის შესაძლებლობა“.

„დღეს საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან გვქონდა გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია.

გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ აუცილებელია ამ უმრავლესობის ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის, დაქსაქსვის შესაძლებლობა. ცნობილი გამოთქმაა - "გათიშე და იბატონე", სწორედ ამას მიმართავს ივანიშვილი. ვინც არ არის ერთობაში, ის არის ივანიშვილის მხარეს“,-აღნიშნა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებული ერთიანობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

„ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ; ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე; სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას- მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას - კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში; მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია; ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას - ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას - „მილიონი ქართველი“; გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს; ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს; თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით“,-აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ