საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების: გია პეტრიაშვილის, ქეთევან ჩუბინიძის, ანდრო ჭანიშვილის და ნინო ფონჯავიძის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში - ECLC-2025, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო თხევადკრისტალური კონფერენცია პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 200-ზე მეტმა წამყვანმა მეცნიერმა. ECLC-2025 - ზე პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ქართველი მეცნიერები იყვნენ მიწვეული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებებით: ტემპერატურით გადაწყობადი ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სარკეზე დაფუძნებული ჰიპერსპექტრალური გამოსახულების ხელსაწყო; თხევადკრისტალურ მიკროსფეროებზე დაფუძნებული შიდა და გარე სტიმულაციებზე რეაგირებადი წამლის მიწოდების ჭკვიანი სისტემები; კონუსური ფორმის გამოსხივება საღებარჩამატებული ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენიდან; სპიროპირანით ჩამატებულ თხევადკრისტალურ პოლიმერულ ფირზე დაფუძნებული მრავალჯერადად გამოყენებადი UVA/UVB რადიაციის დოზიმეტრი და ლაზერული გამოსხივება ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენის ფართო უბნიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, გია პეტრიაშვილის თქმით, ქართველი მეცნიერების მიერ წარდგენილმა მოხსენებებმა, კონფერენციის მონაწილეებს შორის, დიდი დაინტერესება გამოიწვია. გაიმართა დისკუსიები და სამეცნიერო მსჯელობები მოცემული საკითხების ირგვლივ. კონფერენციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა სურვილი და დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, Horizon Europe და Nato-ს ფარგლებში.

„ECLC-2025-ის კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილება იყო, იმდენად, რამდენადაც თხევადკრისტალური მასალების კვლევის სფეროში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს აერთიანებს. ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოდან ვიყავით მიწვეული, და თავად საქართველოდან მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მივიღეთ მონაწილეობა, მოწმობს ჩვენი ქვეყნისა და კონკრეტულად ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ გაზრდილ ნდობასა და ინტერესს, რაც უდავოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, უშუალოდ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმები არა მხოლოდ ჩვენი კვლევების გაცნობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენასაც ემსახურება. კონფერენციაზე წარმოდგენილი შედეგებისადმი გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ მეცნიერებას თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში სიტყვა ეთქმის “, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს