მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე - ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი - ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, შეძლო ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ - ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რომელიც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

„ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს პროცესი. ყველამ, ვინც მოგვმართა, შეძლო მიეღო ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი, რომელიც მათ სურდათ.

გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, ისეთს, რომელიც პრაქტიკულად მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი გარკვეული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. მინდა აღვნიშნო, რომ მომავალშიც, ყველა ეს სერვისი, რომელიც სჭირდებათ ყველაზე მაღალი დონით, მათ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებით წარიმართება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მიმართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაირიცხონ სახელმწიფო პროგრამაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს