თბილისში ახალი, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

მათივე ცნობით, სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.

„ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას.

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საერთაშორისო სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ყველა ეტაპზე — მათ შორის, სტადიონის სატენდერო ტექნიკური დავალების მომზადებაში. ექსპერტები პროექტში ჩართულნი იქნებიან სტადიონის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო დასრულებამდე.

სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

სტადიონი გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში.

ახალი სტადიონის მშენებლობა გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას - განვითარდება ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები და მომსახურების სფერო.

ახალი სტადიონის ფუნქციონირების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა როგორც სპორტული, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში