დონალდ ტრამპი - პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო - ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია

პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. მან თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. ფოსტით ხმის მიცემა არცერთ ქვეყანას აქვს. შეუძლებელია ფოსტით ხმის მიცემა და სამართლიანი არჩევნები ერთად გქონდეს“. ეს თქვა, როდესაც 2020 წლის შესახებ ვსაუბრობდით. მან თქვა: „თქვენ ეს არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით მოიგეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, „ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია“.

„ეს „რესპუბლიკელებს“ სურთ, მაგრამ არც ისე ძალიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო