კაია კალასი - რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს - მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

რუსეთს ამ ომის მალე დასრულება არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ალასკაზე შეხვედრის წინ ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა პრეზიდენტ ტრამპთან პოზიციების შესათანხმებლად იმუშავეს. მაგრამ, მკაცრი რეალობა ის არის, რომ რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს. დელეგაციების შეხვედრის მიუხედავადაც კი, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები დაიწყო“, - წერს კაია კალასი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, „ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ეს გამოუვა“.

„მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია. ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით. ევროპის უსაფრთხოება მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია