გია ვოლსკი - პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას მოიაზრებს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად.

გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა სტაბილურობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და თვითმყოფადობის დაცვაა, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს საზოგადოების დიდი უდიდესი ნაწილი არჩევნების დროს მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა, რომლის დამოკიდებულებაც არის - „ევროინტეგრაცია ყველაფრის ფასად“.

„ისედაც, როდესაც „ქართული ოცნება“ გადის არჩევნებზე, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაცია საინტერესოა და ამავე დროს, იმ კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის დაცვა, რომელიც ახასიათებს და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიმბოლო. ეს არის ჩვენი ხელწერა, სტაბილურობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და თვითმყოფადობის დაცვა. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევ და მხარს უჭერ, ნიშნავს, რომ შენ ამ პრინციპებს უჭერ მხარს. რომ არა საზოგადოების მხრიდან ამ პრინციპების მხარდაჭერა, მაშინ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა. იქნებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვა მიმართულებას ავითარებს - ევროინტეგრაცია ყველაფრის ფასად. ბნელი აზრები აქვთ - დესტაბილიზაცია და ისეთ პროცესებში ჩართვა, რომელიც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია და საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გასაგებია, უფრო ახლოს არის და აქედან გამომდინარე ვიგებთ არჩევნებს მერამდენე წელია. მე ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს. არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი.

ხალხი ცხვრის ფარა არ არის, ანუ ისეთი რამ მიყიდო, რომელიც მისთვის მისაღები არ არის, საზოგადოება თავის პოზიციას გამოხატავს, არჩევნების დროს ხმას აძლევს იმ პარტიას, რომელიც გულახდილი, გულწრფელი, გამჭვირვალეა და არაფერს მალავს. მათი მხრიდან ნარატივი, რომ „ხალხს აჩვევენ“, „უნდათ, რომ ხალხი მოატყუონ და ნაცარი შეაყარონ“, ქართულ საზოგადოებას არ ეკუთვნის.

ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ. ამიტომ ოპონენტების დამოკიდებულებას არა თუ არ ვეთანხმები, არამედ მავნებლობად მიმაჩნია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს