ურსულა ფონ დერ ლაიენი - საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს - საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ხვალ ვაშინგტონში ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებს ერთად იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით უნდა მოხდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დასაცავად.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას უნდა შეეძლოს ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვა და ასევე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები მის შეიარაღებულ ძალებზე - მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასა და სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა