პროკურატურამ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ პირს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა დაზარალებულს გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა