ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე განცხადება გაავრცელა და დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს.

„ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო, პუტინმა კი ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“

ცნობისთვის, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა