GCCA-იმ GPS მოწყობილობების რეალიზაციის, მონტაჟისა და მონიტორინგის მომსახურების სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სააგენტომ, GPS მოწყობილობების რეალიზაციის, მონტაჟისა და მონიტორინგის მომსახურების სექტორში, შპს „თეგეტა მოტორსის“ მიერ შპს „I GPS ოპერატორის“ საკონტროლო პაკეტის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, GPS მოწყობილობების სერვისების მიწოდების ბაზარზე 1000-ზე მეტი სუბიექტი იყო წარმოდგენილი.

„ბაზრის საერთო მოცულობამ 2 181 758 521.2 ლარი შეადგინა. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი 990.4 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. საკითხის შესწავლის პროცესში, სააგენტოსათვის ცნობილი იყო, რომ გარდა განსახილველი კონცენტრაციისა, შპს „თეგეტა მოტორსი“ ასევე აპირებდა კონტროლის მოპოვებას შპს „ჯიპიეს ჯორჯიაზე“, რის გამოც სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა ორივე ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში ბაზარზე არსებული მდგომარეობა. შედეგად, გამოვლინდა, რომ ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) ფაქტობრივად ნულოვანია. 2024 წელს, GPS და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 523 სუბიექტი. ბაზრის საერთო მოცულობამ 39 488 597 ლარი შეადგინა. HHI 132.8 ერთეულს გაუტოლდა, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელმა (ΔHHI) კი 2.5 შეადგინა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

ინფორმაციისთვის: 2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 12 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს